ეგზემა კანის ქრონიკული არაინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად იწყება ბავშვობაში და ახასიათებს გამონაყარი, წვა, ქავილი, რემისიები და რეციდივები. ჩვეულებრივ ეგზემას მკურნალობენ სტეროიდების შემცველი მალამოებით, რომელთაც ბევრი გვერდითი ეფექტი ახასიათებს. ამასთან, დროთა განმავლობაში მათი ეფექტი მცირდება.ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების მოსაზრებით, ეგზემით დაავადებული ადამიანის კანზე ყველაზე ხშირად შეიძლება ოქროსფერი სტაფილოკოკის აღმოჩენა. ცნობილია, რომ ეს ბაქტერია კანისთვის სახიფათოა. გარდა ამისა, ეგზემით დაავადებული ადამიანების კანის უჯრედებში, ჩვეულებრივ არ გამომუშავდება დამცველობითი ნაერთი ბეტა-დეფენზინ 2. აღმოჩნდა, რომ ის ხელს უშლის ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული კანის ბარიერის დაზიანებას. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ატოპიური ეგზემის მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებაში დაეხმარებათ.