ალბათ ყველას გამოგვიცდია გამოცდებისთვის მზადების, ენის შესწავლის ან შესასრულებელი სამუშაოს დამახსოვრების პროცესი, ხანდახან ეს ნამდვილად არ არის მარტივი. სწორედ ამ საკითხზე იმუშავეს ავსტრალიელმა მკვლევარებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ გამოსავალს მიაკვლიეს. მათ შექმნეს ფონტი Sans Forgetica, რომელიც კოგნიტური მეცნიერების პრინციპების გამოყენებით, მკითხველებს დაწერილი ტექსტის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება.მელბურნის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორ იანეკ ბლილევენსის თქმით, ერთი შეხედვრით ამ ფონტით დაწერილი ტექსტის წაკითხვა შესაძლოა რთულად მოგეჩვენოთ. მაგრამ ამ ფონტით დაწერილ სიტყვებსა და წინადადებებს უფრო ნელა და ყურადღებით კითხულობს ადამიანს, რის შედეგადაც იგი უფრო მეტად ჩართული ხდება ტექსტის შინაარსში და უფრო მარტივად იმახსოვრებს წაკითხულს.ამას ადასტურებს საკითხზე ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგებიც, რომელიც უკვე ცნობილია. კვლევაში 400 სტუდენტი ჩართეს. ის სტუდენტები, რომლებიც Sans Forgetica-ს შრიფტით დაწერილ წინადადებებს კითხულობდნენ, 7 პროცენტით უფრო კარგად იმახსოვრებდნენ წაკითხულს, ვიდრე ისინი, რომლებიც ჩვეულებრივი შრიფტით, მაგალითად Arial-ით დაწერილს კითხულობდნენ.მსგავს საკითხზეც არაერთხელ უმუშავია მეცნიერებს. ასე მაგალითად, 2012 წელს ფსიქოლოგმა დენიელ ოპენჰაიმერმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ სწავლების პროცესი გაცილებით უფრო პროდუქტიული იყო, როდესაც სტუდენტები დახრილი ან გამუქებული შრიფტით დაწერილს კითხულობდნენ. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ახალი შრიფტი დაეხმარება სტუდენტებს, ფსიქოლოგებსა და ლექტორებს დამახსოვრების უნარი გაიუმჯობესონ.