300 ლარიანი ნივთების გამოწერის შემთხვევაში შესაძლოა, განბაჟება აღარ მოგიწიოთ.
აღნიშნულის შესახებ მოქალაქეთა მოთხოვნა პარლამენტში უკვე წარდგენილია. კერძოდ, საუბარია, 13 ათას 70 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ და წარმოდგენილ პეტიციაზე.
ინიციატივაზე ხელმომწერი პირები ითხოვენ, რომ საზღვარგარეთიდან გამოწერილ 300 ლარიან ნივთებს განბაჟებამ აღარ მოუწიოს და ზღვარმა 600 ლარზე აიწიოს.პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა მოთხოვნას საზღვარგარეთიდან გამოწერილი ნივთების განბაჟებასთან დაკავშირებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას ბიუროს აცნობებს.