ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB GEORGIA საქართველოს რკინიგზაში არსებულ რამდენიმე პრობლემას გამოყოფს და სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, სარკინიგზო გადაზიდვებში თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმანაა აუცილებელი. მათივე ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 38 პროცენტითაა შემცირებული.