გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ, გინდათ აგენტები, გინდათ ყაჩაღები, - ასე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას მიმართავს.
ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ რურუას მაინც გამოუშვებენ, რის კონტექსტშიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ეს იქამდე გააკეთოს, ვიდრე მათ მიმართ აგრესიული ადამიანების რაოდენობა გაიზრდება.
“ქართული ოცნება” რაც მალე გამოუშვებთ გიორგი რურუას, მით მალე დამთავრდება ის ჩიხი, რომელშიც თქვენი სურვილით შეხვედით. რაც დიდხანს გააგრძელებთ მის დემონიზაციას, მით უფრო ვეღარ აუხსნით თქვენს ამომრჩეველს, როდესაც მაინც გამოუშვებთ. რაც მეტი არგუმენტი მოგყავთ ჩვენი გამოშვების გასამართლებლად, მით მეტად აღიზიანებთ თქვენს მხარდამჭერებს. არადა ორივე მხარემ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ: "რაც იყო, იყო". ამას უფრო გაგვიგებს ამომრჩეველი. გაითვალისწინეთ, რაც დრო გადის ამას მით მეტად ემატება მშიერი ადამიანების აგრესია“, - წერს ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.