ძალიან გაერთნენ პოლიტიკით, სამი მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ, საფლავში ბრუნავს. რა სამი მუშკეტერი? ეს სამი ადამიანი აბსოლუტური პოლიტიკური ცენზურის ქვეშაა მოქცეული და გვიმტკიცებს დღესაც, რომ ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ამირან გამყრელიძეზე, თენგიზ ცერცვაძესა და პაატა იმნაძეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება და სპეციალისტები ნარცისიზმით იყვნენ შეპყრობილი, ახლა კი „უნდათ 31 ოქტომბრამდე მიყვანა და შემდეგ, ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი“.