1 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში 5 ლარის განახლებული ბანკნოტები გავიდა. ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად. 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა. ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის, მასზე დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის.
საქართველოში, 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი 2016 წლის 1 ნოემბრიდან.