განათლების სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა 20-მდე სკოლაში შესაძლოა, ორი კვირით გადაიწიოს.
უწყების განცხადებით ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში 700-მდე სკოლაში განხორციელდა თუმცა დარჩენილ სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სწავლის დაწყებამ შესაძლოა გადაიწიოს. მათივე თქმით ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.