ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარების მიზნით, განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებისას მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმს ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მოაწერეს.
კახა კალაძის თქმით, მემორანდუმის მთავარ მიზანს ქვეყნის კულტურის მსოფლიოსთვის უკეთ გაცნობა წარმოადგენს.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები.