„განდაგანას“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 21 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული.
კერძოდ, ბრძანების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „განდაგანა და მისი ხალხური საწყისები“.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.