გარემოს დაცვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი გააცნო. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ,,ნადირობის შესახებ“ ახალ კანონპროექტი საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში დაინტერესებულ მხარეებს გააცნეს. კანონის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი ნადირობის ჩამოყალიბებას და აწესრიგებს გარეულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად სარგებლობისა და ნადირობის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.