გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშორებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.საერთაშორისო ექსპერტებმა სტუდენტებს ევროკავშირში ტყის მდგრადი მართვის და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის შესახებ გამოცდილებაც გაუზიარეს. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაეროს კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.