გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის მრჩეველთა კომიტეტის სხდომა გახსნა. შეხვედრაზე დათიაშვილმა ისაუბრა, ხელშემწყობ ღონისძიებებზე, რასაც სამინისტრო ახორციელებს თაფლის სექტორის განვითარების მიზნით. ამასთან, შეხვედრას თაფლის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც საექსპორტო და ადგილობრივი ბაზრებისთვის თაფლის ლაბორატორიულ შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.