გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამეგრელოს რეგიონში მეთხილე ფერმერებს შეხვდა, თხილის პლანტაციები დაათვალიერა და მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ფერმერები თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან. შარშანდელთან შედერებით, წელს, მოსავალი როგორც მაღალი ხარისხით, ისე დიდი რაოდენობით გამოირჩევა.