გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბელარუსიაში ვიზიტის ფარგლებში, მის კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აგრარულ დარგში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, თანამედროვე სასათბურე მეურნეობა „აგრომირი“, ვიტებსკის მეფრინველეობის ფაბრიკა, რამდენიმე მეცხოველეობის ფერმა და სასაწყობო მეურნეობაც დაათვალიერა და საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.