გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის "წყალი და ადამინის უფლებები" მონაწილეები ესტუმრნენ.
სტუმრებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ასევე, მწვანე ბანაკის მონაწილეებმა ცენტრის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესებისა და ვადების შესახებ.