ტყიბულიდან სოფელ მუხურის მიმართულებით საავტომობილო გზა თითქმის ერთი კვირაა დიდთოვლობის გამო დაკეტილია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მუხურის მთაზე რამდენიმე მეტრი თოვლი დევს და გზის გაწმენდა რთული კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება. მათივე ინფორმაციით, სოფლის ტრაქტორი, რომელიც მთაზე გზას წმენდდა, თოვლში ჩარჩა და ამ დრომდე ვერ პოულობენ. მუხურაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. სოფელთან დაკავშირება მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. მოსახლეობის ინფორმაციით, ამ დრომდე არ გაწმენდილა შიდა სასოფლო გზები და გადაადგილება უბნებში პრობლემატურია.