აჭარის მაღალმთიან სოფლების ნაწილი გარესამყაროს კვლავ მოწყვეტილია. თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მოსახლეობის დახმარებას ცდილობენ სამაშველო სამსახურები, თუმცა უხვი ნალექის გამო გადაადგილება სპეცტექნიკითაც შეუძლებელია. დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება ამ დრომდე ვერ ხერხდება ბათუმშიც, ყველაზე რთული მდგომარეობა ე.წ. ჭაობის დასახლებაშია, სადაც საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია, გადაადგილება უჭირთ ქვეითებსაც.
იხილეთ: გარესამყაროს მოწყვეტილი მუხური - კადრები თოვლიანი სოფლიდან სახლის სახურავის ჩამონგრევას ხელვაჩაურში მამაკაცი ემსხვერპლა