საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება წამლის ფასზეც გარკვეულწილად აისახება. კერძოდ, ლევან გოგობერიძის თქმით, მედიკამენტებზე ფასების ზრდამ შესაძლოა 10%-საც მიაღწიოს. მისივე ვარაუდით, ქვეყანაში მედიკამენტების გარკვეული მიმართულებით შესაძლოა დეფიციტი შეიქმნას.
ცნობისთვის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, მედიკამენტების რეგისტრაციისთვის ვადა 7-დან 15 დღემდე იზრდება. თავდაპირველად კი ვადის 30 დღემდე გაზრდა განიხილებოდა.