22:46
5 დეკემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
გართულებები, რომლებიც ანესთეზიას შეიძლება მოჰყვეს
22-07-2017

ნარკოზის შემდგომი გართულებებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნარკოზის შემდგომი ღებინება. ის ოპერაციის შემდეგ ხშირად ვითარდება და ნარკოტიკული ნივთიერებებით კუჭის გაღიზიანების შედეგია. ამიტომაც ეკრძალება პაციენტს ნარკოზის შემდეგ პირველი 2-3 საათის განმავლობაში წყლისა და საკვების მიღება.
ოპერაციის შემდეგ მოძრაობათა შეზღუდვა სასუნთქი სისტემის ფუნქციათა დათრგუნვას იწვევს, ამიტომ ნარკოზის შემდგომ გართულებათა შორის ყველაზე ხშირად ოპერაციის შემდგომი პნევმონია და სასუნთქი სისტემის სხვა პათოლოგიები იჩენს თავს.

ნარკოზის შემდგომ გართულებათა პროფილაქტიკისას აუცილებელია, თვალყური ადევნოთ, რამდენად აქტიურად მიმდინარეობს პაციენტის რეფლექსებისა და მეტყველების აღდგენა, როგორ ასრულებს ის ბრძანებებს. ნარკოზიდან, ოპერაციული ჩარევის მოცულობიდან და ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, პაციენტები 5 საათში იღვიძებენ, ანესთეზიისას გამოყენებული პრეპარატები ორგანიზმიდან ძალზე სწრაფად - 2 დღეში გამოიდევნება, თუმცა ოპერაციის შემდეგ 2 თვის განმავლობაში პაციენტებს უჭირთ კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება, აწუხებთ მომატებული დაღლილობა და მოთენთილობა, გონებრივად ისე კარგად ვეღარ მუშაობენ, როგორც ნარკოზამდე. ეს ყოველივე უკავშირდება არა ნარკოზის მოქმედებას, არამედ ოპერაციის გართულებებს, ჟანგბადოვან შიმშილს ან ტვინის სისხლმომარაგების შეფერხებას, რაც დროთა განმავლობაში გაივლის. უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინი სხეულის ნაწილია და მას არ შეუძლია მთელი დატვირთვით იმუშაოს მაშინ, როდესაც სხეული დასუსტებულია და ძალ-ღონის აღდგენის პროცესშია. თუ ოპერაციის შემდეგ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით უკმაყოფილო ხართ, გირჩევთ, ცოტა ხანს მოითმინოთ და ტვინი სრული სიმძლავრით არ ამუშაოთ, მისცეთ ადაპტაციისათვის რამდენიმე ხანი და გონს მოსვლის საშუალება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები