გასულ წელს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესი ფართობები 2014-2015 წლებთან შედარებით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს - სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესი ფართობი - 240 ათასი ჰექტარი იყო, რაც 2015 წელთან შედარებით 23.7 ათასი ჰექტარით ნაკლებია. 2014 წელს კი საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესი ფართობი - 274.9 ათასი ჰექტარი იყო. მათივე ცნობით, საშემოდგომო კულტურების (ხორბალი, ქერი) ნათესი ფართობი გაიზარდა და 2016 წელს 60.5 ათასი ჰექტარი შეადგინა; საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი კი შემცირდა და 179.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.