სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. საქმე საპენსიო ასაკთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმას ეხება. პარტიის ლიდერი და ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოითხოვენ, რ ომ ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში საპენსიო ასაკი გათანაბრდეს და გახდეს 60 წელი. მათი თქმით დღევანდელი საკანონმდებლო ნორმა არის დისკრიმინაციული.