ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის რეისი 5 საათის დაგვიანებით შესრულდა. მგზავრთა ნაწილის ინფორმაციით, მატარებელი შორაპანთან ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით გაჩერდა. მათივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში გათიშული იყო ელექტროენერგია და არ მუშაობდა კონდიცირება. მატარებლის გამცილებლის, ზურაბ გაბისონიას განცხადებით, საჭირო გახდა თბილისიდან სხვა მატარებლის ჩასვლა და მგზავრების მასში გადაყვანა.