მაღალმთიან აჭარაში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. ხულოში უამინდობამ 1000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. 15 საბავშო ბაღში სწავლის შეწყვეტის მიზეზიც ენერგომომარაგება გახდა. იგივე პრობლემების გამო სწავლა შეჩერდა ხულოს 8 საჯარო სკოლაშიც. ამასთან, პრობლემებია გადაადგილებასთან დაკავშირებითაც. თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში 70 სმ მიაღწია. დიდი ნალექის გამო ხულოს სოფლებამდე მისვლა მსუბუქი ავტომობილებით გართულებულია. თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,2 მეტრს, მიაღწია.