„გაუჩინარებული ქალი“, 51 წლის ამერიკელი მწერლის, გილიან ფლინის თრილერია, წიგნის ორიგინალი 2012 წელს, გამომცემლობა Crown Publishing Group- ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის სიუჟეტი ცოლ-ქრმის ნიკის და ემის ცხოვრებაზე გვიყვება, რომლებიც ნიუ იორკიდან, მისურის შტატში ნიკის მშობლიურ მხარეში გადადიან საცხოვრებლად. ქორწინების მეხუთე წლისთავზე, სახლში დაბრუნებული ნიკი აღმოაჩენს, რომ ემი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, რაც ერთი შეხედვით გატაცებას ჰგავს. ამბავი მალევე გახმაურდება პრესაში და საქმეში პოლიცია ერთვება.
დეტექტივი ბონი, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობს აწყდება უამრავს საეჭვო ფაქტს, წყვილის ფინანსური პრობლემები, მოწმე რომელიც ადასტურებს, რომ შეშინებულმა ემიმ მისგან იარაღი იყიდა, ცუდად ჩამორეცხილი სისხლის კვალი სახლში და ემის ორსულობის ამბავი, რომელიც ხდება საბაბი იმისა, რომ პოლიციამ და პრესას ემის გაუჩინარებაში ეჭვი მის ქამარზე მიიტანოს.
გამოძიების ადგილზე ნიკი და დეტექტივი ბონი პოულობენ ერთგვარ მინიშნებებს, რომელთა კვალსაც ნიკის მამის სახლში მიჰყავთ სადაც ნახევრად დამწვარ ემის დღიურ პოულობენ, სადაც ბოლო სიტყვებია „ჩემმა ქმარმა შეიძლება მომკლას“, რაც დეტექტივის ეჭვს გაუჩინარებული ქალის მეუღლის მიმართ მიმართ უფრო საფუძვლიანს ხდის, ხოლო ნიკს უფრო დიდ გაურკვევლობაში აგდებს, თუმცა საბოლოო ჯამში ის რწმუნდება, რომ ემიმ თავისი გაუჩინარება თავად გაითამაშა, ის ცოცხალია და ამ ყველაფრის უკან სწორედ ის დგას.
მწერალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზას სიტიში დაიბადა, მშობლიურ ქალაქშივე დაამთავრა უნისვერსიტეტი, რომლის დასრულების შემდეგაც მუშაობა დაიწყო US News & World Report-ში, 1998 წელს გილიანმა Entertainment Weekly-ში დაიწყო მუშაობა ტელეკრიტიკოსად საიდანაც 2008 წელს გაათავისუფლეს.
გილიან ფლინი დღეს ჩიკაგოში ქმართან და ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს, ის აგრეთვე ავტორია წიგნებისა „ბნელი ადგილები“ და „ბასრი საგნები“ და მოკლე მოთხრობისა „ზრდასრული“, „გაუჩინარებული ქალი“ მწერლის რიგით მესამე ნაწარმოებია და ის გამოცემისთანავე საერთაშორისო სენსაციად იქცა, წიგნი 75 კვირის განმავლობაში NEW YORK TIME-ის ბესტსელერების სიაში იკავებდა პირველ ადგილს.
წიგნის მიხედვით 2014 წელს 20th Century Fox-მა , დევიდ ფინჩერის რეჟისორობით გადაიღო ფილმი უცვლელი სახელწოდებით გაუჩინარებული ქალი, რომელშიც მთავარ როლებს ბენ აფლეკი და როზამენდ პაიკი ასრულებენ. წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2015 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ ირაკლი ლომოურის თარგმანით და ამ დროიდან ის ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე Palitral.ge