დევნილები ზუგდიდში საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები სამინისტროს მიერ მათთვის მინიჭებული ქულებით უკმაყოფილონი არიან და გასაჩივრებას სპეციალურ კომისიაში გეგმავენ. ისინი ითხოვენ გადამოწმდეს ქულები, რომლის თანახმადაც ამ ეტაპზეც ახალი ბინები ვერ მიიღეს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნა აქვთ, რომელიც შენობის ავარიულობას ადასტურებს, მაინც მაღალი ქულები მიიღეს, რასაც პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ. როგორც დევნილები განმარტავენ, კომისიამ შენობის დათვალიერებისას დევნილები გამოკითხა, არჩევნებზე ვის სასარგებლოდ მუშაობდნენ.