ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" შერიფთან" 1:3 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდა. სტუმრად 3-0 მოგების შემდეგ თითქოს ყველაფერი გადაწყდა, თუმცა ტირასპოლურ გუნდს თბილისში საოცარი სტარტტი გამოუვიდა. კოსოვოელმა ნახევარმცველმა ლაფიტიმ დებიუტშივე გახსნა ანგარიში, შემდეგ მარგველაშვილმა გამჭოლი გადაცემისას ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში 2-მდე გაზარდა. სტუმრებმა ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრება მე-11 წუთზე შეძლეს, თავი კამერუნელმა თავდამსხმელმა ტამბემ გამოიჩინა და ანგარიში 0:3 გახადა. აღსანიშნავია, რომ საბურთალომ ორი სახიფათო იერიშით უპასუხა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა. მეორე ტაიმი სრულიად სხვა გამოდგა, ქართულმა კლუბმა თამაში დაალაგა და მეტოქის კარზე უაღრესად სახიფათო იერიშები მიიტანა, საბოლოოდ ეს ტალღა გატანილი გოლით დასრულდა. 59-ე წუთზე თავი როლოვიჩმა გამოიჩინა და მატჩში წერტილი დასვა. ასევე უნდა აღინიშნოს რომ დარჩენილ დროში ორივე გუნდს ბრწყინვალე მომენტები ჰქონდა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა, საბოლოო ჯამში კი შეხვედრა, ცალსახად, ძალიან სანახაობრივი გამოვიდა, საბურთალო კი შემდეგ წრეში გავიდა,სადაც ძალიან გამოცდილ ზაგრების დინამოს დაუპირისპირდება.