20:45
4 აგვისტო, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
გაველურებული შინაური ძაღლი, რომელმაც საიდუმლოებით მუცული წარმომავლობით და მაღალი ინტელექტით გაითქვა სახელი - დინგოს წარსულმა უამრავი ლეგენდა წარმოშვა
16-05-2019

ძაღლისებრთა ოჯახის და მგლის გვარის წარმომადგენელი გაველურებული შინაური ძაღლი დინგო, რომელმაც საიდუმლოებით მუცული წარმომავლობით და მაღალი ინტელექტით გაითქვა სახელი, ავსტრალიის ერთადერთი მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვარაა, რომელიც კონტინენტზე ევროპელების გამოჩენამდე დაბინავდა, სახელი კი, აბორიგენებისგან შეიძინა, რომელთა დიალექტზე "ტინგო" ძაღლს ნიშნავდა.

კინოლოგების მტკიცებით, დინგო მეორედ გაველურებული შინაური ცხოველია, ამიტომ აბსოლუტურად გამართლებულია მოსაზრება, რომ ძაღლი იმ უნიკალურ სახეობას მიეკუთვნება, რომელიც ჯერ მოიშინაურა ადამიანმა, მერე კი, ისევ მისცა გაველურების უფლება.

დინგოს იდუმალებით მოცულმა წარსულმა უამრავი მითი და ლეგენდა წარმოშვა. მართალია, მეცნიერებს დიდხანს სჯეროდათ, რომ ავსტრალიის კონტინენტზე ცხოველი 40-45 ათასი წლის წინ აბორიგენებთან ერთად დაბინავდა, მაგრამ ვიეტნამში აღმოჩენილმა თავის ქალამ, რომელიც დაახლოებით 5 500 წელს ითვლიდა, დაადასტურა, რომ თანამედროვე დინგოს წინაპარი ბევრად ადრე გამოჩდა დედამიწაზე, თუმცა, როგორ აღმოჩნდა ავსტრალიაში დაზუსტებით დღემდე არავინ იცის.

AutoPlay
ყველაფერი, რაც შეიძლება ვიცოდეთ ან არ ვიცოდეთ კიბორჩხალაზე
02-04-2020
როგორ ნადირობენ და რა ცხოვრების წესი აქვთ ეთიოპიურ მგლებს
05-03-2020
ჩინეთის ენდემიკი - ანთარისებრთა ოჯახის წარმომადგენელი შავი რინოპიტეკი - გადაშენების ზღვარზე მყოფი უნიკალური მაიმუნი
26-09-2019
ძუძუმწოვარა, რომლის სახელი "გორგალში შეკრულს" ნიშნავს - ჯავშანში დამრგვალებული პანგოლინი ნაძვის გირჩს უფრო ჰგავს, ვიდრე ხვლიკს
12-09-2019
ერთი შეხედვით მომხიბვლელი ყარყუმი, სინამდვილეში საოცრად აგრესიულია და ადამიანზე თავდასხმასაც არ ერიდება - მას ბეწვის ფერის შეცვლა ამინდის შესაბამისად შეუძლია
05-09-2019
მისი სახელი გრაციოზულს, სწრაფს და კარგი ჯისისას ნიშნავს - მოხდენილი და საოცრად მოქნილი ტომსონის ქურციკი მეხუთე პოზიციით ლიდერობს სწრაფ ცხოველებში
01-08-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები