დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოქალაქეების უმრავლესობა სოციალურ დისტანციას არ იცავს და არც პირბადეებს იყენებს.
როგორც ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის პარკში იმყოფებოდა და შენიშნა, რომ საზოგადოების ნაწილი არ ექვემდებარება დაწესებულ ნორმებს. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, პირბადე არა მარტო საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარე სივრცეში ყოფნის დროსაც გამოიყენონ. მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა.