საქართველოში რამდენიმე თვით რიგი გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდა. ამის შესახებ, მთავრობის 19 ნოემბრის დადგენილებაშია აღნიშნული.
კერძოდ, დადგენილების თანახმად, COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, 2021 წლის მარტამდე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ რიგ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა აღარ მოხდება. გამონაკლისს წარმოადგენს, სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიის /ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურება.
ამასთან, დადგენილების თანახმად, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.
ცნობისთვის, მთავრობის ეს დადგენილება უკვე ამოქმედდა და 10 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.