ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო რუსულ ბუნებრივ აირზე არ იყოს დამოკიდებული. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, "გაზპრომთან" ორწლიანი ხელშეკრულების დასრულების დროისთვის საქართველოს ექნება უფრო მყარი პოზიციები, ვინაიდან გაზსაცავის მშენებლობა დასრულებული იქნება.