შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან შეხვედრა გამართა. შეხვედრიაზე საუბრის მთავარი თემა გეგუტიანთკარში არსებული ვითარება იყო. მხარეებმა გეგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე საუბრისას აღნიშნეს, რომ მსგავსი ქმედებები ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას უშლის ხელს და ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობასაც შეეხო.