საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული. ის დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისცემს ჩვენებას.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა და შს სამინისტროების თანამშრომლები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა.