01:00
8 აგვისტო, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"გელა გალსკი" და "სულიკო თბილისკი" - ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ბელარუსში დააკავეს
19-01-2018

ბელარუსის პოლიციამ მინსკის აეროპორტში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „გელა გალსკი“ და „სულიკო თბილისკი“ დააკავა. ამის შესახებ ბელარუსის შსს-ს პრესსამსახური იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ბელარუსის შსს-ს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მინსკის ეროვნულ აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს: 17 იანვარს - გელა ქარდავა, 18 იანვარს კი - სულიკო შარიქაძე. კრიმინალურ სამყაროში დაკავებულები ”კანონიერი ქურდის” სტატუსით სარგებლობენ.

”შემოწმებისას გელა ქარდავამ მესაზღვრეებს სხვა ადამიანზე გაცემული რუსეთის მოქალაქის პასპორტი წარუდგინა. დაკითხვის დროს მან საკუთარი კრიმინალური სტატუსი დაადასტურა და განმარტა, რომ რუსეთიდან ბელარუსის გავლით სტამბოლში მიდიოდა, სადაც კანონიერი ქურდების შეკრებაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

რაც შეეხება სულიკო შარიქაძეს, ის ბელარუსის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და საიმიგრაციო ბარათის გარეშე იმყოფებოდა, რითაც ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობა დაარღვია. ის ბელარუსში რუსეთიდან ავტომობილით შემოვიდა, სადაც გასული წლის 7 დეკემბრამდე იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვის გამო იხდიდა სასჯელს“, - ნათქვამია ბელარუსის შსს-ს განცხადებაში.

AutoPlay
ინდოეთში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
პოლიციამ კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია, ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს - სალომე ზურაბიშვილი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
Anna
20-01-2018
Ra amattan davicvat etikis normebi?ras gvanan es sacodavi shizoidebi?ra qurdi,ris qurdi 21e saukuneshi? amat rogor achmorebinbt tavs?
სხვა სიახლეები