გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოს იუნესკო-ს ექსპერტი ეწვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
მინისტრმა გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა.
თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რათა 2008 წლიდან მოყოლებული გელათის მონასტრის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზები გამოსწორდეს და, სწორედ ამ მიზნით, ივნისში საქართველოში ჩამოდის იუნესკო-ს მაღალი დონის ექსპერტი, რომელიც შეაფასებს ტაძრის სახურავზე არსებულ მდგომარეობას.