მერიკის უმსხვილესი საავტომობილო კომპანია General Motors-ის 50 000-მდე მუშა გაიფიცა. ეს არის უპრეცენდენტოდ მასშტაბური გაფიცვა, რომლის მიზეზიც ხელფასების მომატება და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესება გახდა, მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევა.
პროფკავშირებმა კომპანიას კონტრაქტების გადახედვა და ახალი პირობები წაუყენა, რაზეც ვერ დაითანხმა. გაფიცვის მიზეზებს შორის მუშების შრომითი უსაფრთხოება და სამუშაო ადგილების შემცირებაცაა.
თავის მხრივ, GM-ში აცხადებენ, რომ მათი სამუშაო პირობები და ხელფასები ერთ-ერთი საუკეთესოა ავტო-ინდუსტრიაში და რომ კომპანია 7 მილიარდის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს მომდევნო წლებში, რასაც აუცილებლად მოჰყვება სარგებლის ზრდა.
ეს არის უმსხვილესი გაფიცვა GM-ში 2007 წლის შემდეგ. ამ დროისთვის უცნობია, როდემდე გასტანს გაფიცვა და მაიღწევენ თუ არა მხარეები შეთანხმებას.