პარლამენტში თბილისის მერს, კახა კალაძეს ელოდებიან. საკანონმდებლო ორგანოში თბილისის მერის მისვლის და დეპუტატებთან შეხვედრის მთავარი თემა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და მასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტისა და საკრებულოს თბილისის მაჟორიტარი დეპუტატები. შეხვედრა 14:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება.