ჩინელმა მეცნიერებმა პირველად მოახდინეს ადამიანის ორგანიზმის უჯრედთა გენეტიკური მოდიფიცირება. მეცნიერებმა სასიკვდილოდ განწირული პაციენტის ,რომელსაც ფილტვის კიბოს აგრესიული ფორმა აღენიშნება. იმუნური სისტემის უჯრედთა გენომში ჩანერგეს სპეციალური უბანი. ეს ახალი გენი პასუხისმგებელია კიბოს უჯრედთა ამოცნობაზე. მოგეხსენებათ, კიბოს უჯრედები ატყუებენ იმუნურ სისტემას და ემალებიან მას, იმუნური სისტემა ვერ ახდენს გადაგვარებული უჯრედების ამოცნობას და შესაბამისად, ვერ ანადგურებს მათ. იმუნურ უჯრედთა გენურმა მოდიფიკაციამ მათ კიბოს უჯრედების ეფექტურად ამოცნობა-აღმოჩენის საშუალება მისცა და როდესაც გენმოდიფიცირებული უჯრედები შეიყვანეს ადამიანის ორგანიზმში, მათ სიმსივნური უჯრედების განადგურება დაიწყეს. ამ საოცარი მეთოდის შემდგომი კლინიკური კვლევები, უახლოეს მომავალში მოგვცემს იმის შეცნობის საშუალებას, თუ რას შეიძლება დაეყრდონ და რა ელით გენდმოდიფიცირებულ ადამიანებს საბოლოოდ!