ოქსფორდელი ქალბატონის ჯანეტ ოსბორნი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც სიბრმავის ყველაზე გავრცელებული ფორმის სამკურნალოდ გენური თერაპია გაიარა. ქირურგებმა ჯანეტის თვალში სინთეტიკური გენი შეიყვანეს. ეს არის პირველი მკურნალობა, რომელიც ასაკობრივი მაკულოდისტროფიის წინააღმდეგ გამოიყენეს.
დიდ ბრიტანეთში ეს დიაგნოზი 600 000-მდე ადამიანს აქვს. მათ უმრავლესობას მხედველობის სერიოზული დარღვევები აქვთ.გენური თერაპიისას თვალის უკანა ნაწილში კეთდება ინექცია, რომელიც სინთეტიკურ გენს შეიცავს და მეცნიერების მტკიცებით, სრულიად უვნებელია.მეცნიერების განმარტებით, სიბერის პარალელურად, გენები, რომლებიც პასუხს აგებს თვალების დაცვაზე, შეფერხებით მუშაობს, რაც, თავის მხრივ, მხედველობის დაქვეითებას იწვევს.