შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე გეოგრაფიასა და მათემატიკაში გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. 3 აგვისტოს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხო ენების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.მანამდე გამოქვეყნდა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები. წელს 38 ათასი აბი ტურიენტიდან, ბარიერი ზოგად უნარებში 13%-მა ვერ გადალახა. 80 ქულა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის დამატება ან წაშლა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ.აბიტურიენტებს ქულების ნახვა შეუძლიათ როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებით.ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.