გერმანია ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანია “ჰუავეის”, თავისი 5G მობილური ქსელიდან არ გათიშავს. გადაწყვეტილების დასაბუთებისას გერმანულმა მხარემ განმარტა, რომ სურს მიმწოდებლებისთვის „თანაბარი სათამაშო მოედანი“ შექმნას.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰუავეის“ ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის 5G მობილური ქსელის მოსაწყობად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის მიყიდვა აუკრძალა. ხოლო გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ „ჰუავეი“ ჩინეთს დაზვერვისა და ინფორმაციის მოპოვების უკეთეს შესაძლებლობას მისცემს. გაერთიანებულ სამეფოში კი, „ჰუავეის“ აკრძალვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღებენ.
„ჰუავეი“ დადებითად შეხვდა გერმანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და სტანდარტებზე დაფუძნებულ მიდგომას.