გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუბლში გახსნის უფლება მისცეს - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ორივე სახელმწიფომ გადაწყვეტილება ევროკავშირთან დისკუსიის შედეგად მიიღეს. ამ გზით იტალიაც და გერმანიაც, რუსული გაზის შესყიდვას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევის გარეშე გააგრძელებენ.