ახალი საკარანტინო ზომები, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დღეიდან ამოქმედდა, ქვეყნის ეკონომიკას დაახლოებით 19 მილიარდ 300 მილიონი ევრო დაუჯდება. ამის შესახებ გაზეთი Welt Am Sonntag-ი გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის (DIW) პროგნოზზე დაყრდნობით წერს.
პროგნოზის თანახმად, ყველაზე მეტს - 5 მილიარდ 800 მილიონს დაკარგავენ გასტრონომიულ სექტორში, რომლებიც მინიმუმ ერთი თვით დაიხურება. გართობის ინდუსტრია, სპორტი და კულტურის დაწესებულებები დაკარგავენ 2 მილიარდ 100 მილიონ ევროს. ვაჭრობის სექტორს წლის განმავლობაში მეორე ლოქდაუნი მილიარდ 300 მილიონით დაარტყამს, სამრეწველო სექტორს კი - 5 მილიარდ 200 მილიონით. ზარალს ელოდებიან მომსახურების სფეროსა და ლოჯისტიკის კომპანიებიც.
ამასთან, ინსტიტუტი დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს გერმანიის ეკონომიკა დაიწყებს აღდგენას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება კორონავიუსის გავრცელების ტემპის შენელება.