გერმანიის ფედერალური ბანკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გერმანიაში საპენსიო ასაკი 69 წლამდე უნდა გაიზარდოს.როგორც ბუნდესბანკის ყოველთვიურ ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყანაში დემოგრაფიული ზრდის გამო, აუცილებელია გადაიხედოს საპენსიო ასაკის ზღვარი, რადგან შესაძლოა, მომავალში, განსაკუთრებით კი 2020 წელს, საპენსიო დაზღვევა დიდი წნეხის ქვეშ მოექცეს.გერმანიაში საპენსიო ასაკის ზრდა 2012 წლიდან დაიწყეს. თავდაპირველად ქვეყანაში საპენსიო ასაკად 65 წელი ითვლებოდა, შემდეგ კი 67 წელი დასახელდა.ბუნდესბანკის ინიციატივით, მათთვის ვინც 2001 წელს და შემდეგ დაიბადა, საპენსიო ასაკი 69 წლამდე უნდა გაიზარდოს. ეს არა მარტო მოხსნის დატვირთვას საპენსიო ფონდებზე, არამედ გაამყარებს გერმანიის საერთო ეკონომიკურ სისტემას.