გერმანიაში ბოლო 24 სააათის განმავლობაში კორონავირუსის 18 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 77 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 10 349-ს მიაღწია.
გერმანიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, დაინფიცირების 499 694 შემთხვევაა დადასტურებული.