გერმანიაში კორონავირუსის 879 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 211 281-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 9 156-ს მიაღწია.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით გერმანია მსოფლიოში მე-18 ადგილზეა.