ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მსურველი სტუდენტები უახლოეს მომავალში ე.წ „სოციალური რეისით“ შეძლებენ გამგზავრებას.
როგორც თურნავამ განაცხადა, სტუდენტები გერმანიაში სუბსიდირებული ფასით შეძლებენ გაფრენას. მინისტრის თქმით ერთი მსგავის სოციალური რეისი უკვე ჩატარდა.