გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი თავს 5 ადამიანს დაესხა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ სადგურზე მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ადგილობრივმა პოლიციამ დამნაშავე და მისი თანამზრახველი ცხელ კვალზე დააკავა. თავდასხმის გამო, რამდენიმე საათით დიუსელდორფის ცენტრალური სადგური დაიკეტა და მგზავრების ევაკუაცია მოხდა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.