გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გერმანიის უშიშროების სამსახურის "შტაზის" მუზეუმი გაძარცვეს. ამ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. მძარცველებმა მუზეუმის შენობაში ფანჯრიდან შეაღწიეს და ოქროს ნაკეთობები და მედლები წაიღეს.
მუზეუმის დირექტორის, ჰოერგ დრისელმანის განცხადებით მოპარულ ნივთებს შორისაა მე-18 საუკუნის უნიკალური სამკაულები, ოქროს ორდენი და აღმოსავლეთ გერმანიის უმაღლესი ჯილდო- კარლ მარქსის ორდენი. მისი თქმით, მოპარული ნივთების ღირენულება რამდენიმე ასეულ ათას ევროს შეადგენს.
მძარცველების ვინაობა ჯერჯერობით უცობია. დაწყებულია გამოძიება.