გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას პანკისის ხეობაშიც ადასტურებენ. ადგილობრივების ცნობით ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული. ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ ხანგოშვილმა ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციაში ფიგურირებდა.